20 mars 2013

ნერვ - მზომი Antonin Artaud




ნერვ - მზომი 
ანტონენ არტო -1925 წ

 ნებისმიერი ნაწერი ღორობაა.
საკუთარ გონებაში გაელვებული ყოველი  აზრის დასაზუსტებად ცხოვრების დინების ტალღიდან გამოსული  ადამიანები -  ღორები არიან .
ყველა ლიტერატურული ჟანრი ღორობაა და განსაკუთრებით ამ დროის.
ყველა, ვისაც ათვლის წერტილი გონებაში აქვს , ასე ვთქვათ, თავის რომელიღაც ნაწილში. ტვინის კარგად ლოკალიზებულ ზუსტად მიჩენილ ადგილზე.
 ყველა, ვინც ასე ოსტატურად ფლობს საკუთარ ენას, ვისთვისაც სიტყვებს
განსაზღვრული მნიშვნელობები აქვთ, ვისთვისაც - სულიერი სიმაღლეები არსებობს, და მიმდინარეობები გონებაში , ისინი, ვინც ეპოქის სულის ჩამდგმელნი არიან , და ვინც სახელები დაარქვა ამ აზრობრივ მიმდინარეობებს;
მე ვფიქრობ მათ სრულყოფილ, ზუსტ ნაჯაფარზე, ამ ავტომატურ  ჭრიალზე , ,რომელიც ყველა უაზრო გაელვებაში
სულიერებას პოულობს -  ისინი ღორები არიან .
ყველა, ვინც გარკვეულ სიტყვებსა  და ყოფის გარკვეულ მანერებს, რომლებიც სტილს ქმნიან მნიშვნელობას ანიჭებს,
ვისთვისაც გრძნობები კლასიფიცირებულია , და  ვინც ბანალურ კატეგორიებზე თავიანთი მატრაბაზული კლასიფიკაციებიდან მსჯელობენ,  ისინი, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა « დასკვნების ,» ვინც ეპოქაში,  რაღაც პოზიციაში მხვედრილნი, ურევენ იდეოლოგიებს , ისინი ვისაც ქალები ასე სიამოვნებით ესაუბრებიან , და ქალებიც -ესე კარგად რომ საუბრობენ, და საუბრობენ  ეპოქის მიმდინარეობებზე.  ისინი, ვისაც კიდევ ჯერა სულიერი ორიენტაციისა, ვინც გზებს, მიმდინარეობებს მიუყვებიან , ვინც აჟღარუნებენ სახელებსმ ისინი, ვინც აყვირებენ წიგნების ფურცლებს _ ისინი ყველაზე უარესი ღორები არიან .
- ეს ყველაფერი მუქთად ნათქვამია, ახალგაზრდავ !
- არა, მე მხედველობაში მყავს წვერებიანი კრიტიკოსები .
გითხარით - არანაირი ნაშრომი , არც ენა , არც სიტყვა , არც გონება , არაფერი .
არაფერი, გარდა ზუსტი ნერვ - მზომისა.
რაღაც გაურკვეველი სისრულის, რომელიც ზუსტად გონების ცენტრშია მოთავსებული.
ნუ გექნებათ იმედი, რომ სახელს დავარქმევ ამ სრულს, გეტყვით თუ რამდენ ნაწილად იყოფა, ან რამდენს იწონის. ნუ გგონიათ, რომ  გამირიგდებით, დავიწყებ ლაპარაკს ამ სრულზე, და ლაპარაკის დროს დავიკარგები ჩემდა უნებლიედ, ისე რომ ვერც კი მვხვდები -  ფიქრს დავწყებ. და რომ ის განათდება , გაცოცხლდება , ხორცს შეისხავს  უამრავი სიტყვით,რომლებსაც ყველას ,სათითაოდ, განსაზღვრული და გაანსხვავებული მნიშვნელობები ექნებათ, რომლებსაც შეეძლებათ ახსნან ნებისმიერი პოზიცია, ნებისმიერი ნიუანსი ყველაზე ღრმა და მგრძნობიარე აზრისა.
აჰ, ეს მდგომარეობა, რომელსაც სახელს არასდროს ვარქმევთ, ეს ამაღლებული სულიერი მდგომარერეობა. აჰ ! ეს ცნობიერების  ინტერვალები. ეს პაწაწინა აცდენები, რომლებიც  პურია ჩემი არსობისა, აჰ !  ეს მონაცემებში  ჭიანჭველებივით მოფუსფუსე ხალხი ! - ყოველთვის ერთსა და იმავე სიტყვებს ვხმარობ, და მართლა არ მეტყობა, რომ რაიმე დიდი ძვრა ხდება ჩემს აზრში. მაგრამ სინამდვილეში მე მაინც უფრო მეტად გადავაადგილდები, ვიდრე თქვენ, თქვე ვირის წვერებო , უბადრუკო ღორებო, ყალბი ზმნის ოსტატებო, პორტრეტების მქარგავნო, ფელეტონისტებო , ერთსართულიანებო , ენტომოლოგისტებო , ჩემი ენის
წყლულებო.
მე თქვენ გითხარით - ენა აღარ გამაჩნია.მაგრამ ეს არ არის იმის
საფუძველი,რომ ერთი და იგივე იმეოროთ, ენაში გაჯიუტდეთ.
ვნახოთ, ათ წელიწადში ის ადამიანები გამიგებენ, რომლებიც იგივეს გააკეთებენ,  რასაც თქვენ აკეთებთ დღეს.
 შეიცნობენ ჩემს გეიზერებს, ნახავენ ჩემს ყინულებს, ისწავლიან ჩემი
შხამის დენატურაციას, გამოიკვლევენ ჩემს სულებით თამაშს. ამგვარად მთელი  ჩემი თმები, ყველა ჩემი გონებრივი სისხლძარღვი ჩაიკირება, ამოხსნიან ჩემს  იეროგლიფებს, და ჩემი მისტიკა მათ ქუდად გადაეფარება.
ასე, ნახავენ აბოლებულ ქვათა ნაწიბურებს,
განტოტებული გონების მზერის თაიგული
მჭვერმეტყველებაში დაკრისტალდება.
აი, ასე ნახავენ ქვების აეროლიტების ცვენას,
ნახავენ სიმებს, გაიგებენ გეომეტრიას სივრცის გარეშე,
შეისწავლიან, გაარკვევენ თუ რას ნიშნავს გონების კონფიგურაცია ,
 და მიხვდებიან - როგორ დავკარგე გონება .
მიხვდებან რატომ არ არის ჩემი გონება აქ .  
ნახავენ როგორ გახმება ყველა ენა, ყველა სული გამოშრება ,
 ყველა ენა გაქვავდება, ადამიანების სახეები ვენტუზით
შესრუტულებივით გაბრტყელდებიან, ჩაიფუშებიან ,
და ეს პრიალა  მემბრანა გააგრძელებს ჰაერში ფარფატს,
ეს პრიალა და და კაუსტიკური, ორმაგი სისქის,
დაბზარული, მრავალსახა მემბრანა.
მელანქოლიური და გამჭირვალე,
მაგრამ ამავე დროს ისეთი მგრძნობიარე, ისეთი აღგზნებული
ისეთი უნარიანი გამრავლებისა და დაწყვილების..
თავისივე ბზარების ანარეკლებთან, გრძნობებთან, გაოგნებასთან ერთად,  ღმა, შხამიანი მორწყვით    შემობრუნდება.
ისინი ნახავენ ყოველივე ამას.
და მე - მეტი ლაპარაკი აღარ დამჭირდება .

Le Pèse-Nerfs .  Antonin Artaud. 1925
თარგმანი პაატა ქურდაძე 
13 მარტი 2013 Paris